SPACEHALL 07.01

SPACEHALL ⊙ MAGDA ⊙ GIO SHENGELIA

Magda: პოლონეთში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი DJ და პროდიუსერის კარიერა 1998 წელს იწყება, როდესაც აღიარებულ ლეიბლს M_NUS-ს შეუერთდა და მალევე გაითქვა სახელი, როგორც მრავალფეროვანი სელექციის მქონე, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის ტექნიკის მქონე არტისტმა. მის მუსიკალურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი Daniela Huerta-სთან კოლაბორაციას უჭირავს, რომლის უმეტესი ნაწილიც სეტებთან ერთად ავანგარდულ ცოცხალ პერფორმანსებსაც მოიცავს. Magda,  Marc Houle-სა და Troy Pierce-სთან ერთად წარმატებული ლეიბლის -Items & Things მფლობელია, სადაც საკუთარ მუსიკას უშვებენ Tijana T, Jimmy Edgar, Rework და სხვა ცნობილი არტისტები. იტალიური კომპოზიციების სიყვარულითა და დეტროიტის გავლენით შექმნილი ტრეკები: Your Love Attack , Breakout და Lost in Time, 10 წლის შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას. მისი დისკოგრაფია ლეგენდარული Plastikman-ის, Depeche Mode-სა და სხვა ცნობილი ჯგუფების კომპოზიციების რემიქსებს მოიცავს.

Gio Shengelia: ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ვეტერანი DJ.


residentadvisor.net/dj/magda
soundcloud.com/magda-official

residentadvisor.net/dj/gioshengelia
soundcloud.com/gioshengelia


Promo Links
Please Login to buy tickets