SPACEHALL: 16.03

BASSIANI / HOROOM / SPACEHALL: PLANET GIEGLING TOUR

Resident Advisor-ის გამოკითხვით 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი Giegling მსოფლიო ტურს აანონსებს, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს ლეიბლის ფილოსოფიას და რომელშიც კოლექტივის სრული შემადგენლობა იღებს მონაწილეობას. Planet Giegling რამდენიმე ქალაქში ტარდება, მათ შორის თბილისში 16 და 17 მარტს, კლუბში BASSIANI და მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზში SPACEHALL.
16 მარტს Planet Giegling-ის ტურის ფარგლებში SPACEHALL-ში ლეიბლის არტისტების ცოცხალი პერფორმანსი გაიმართება. კონცერტის მიზანს ლეიბლის უფრო მეტად ექსპერიმენტული მუსიკისა და ემბიენტ ჟღერადობის წარმოჩენა წარმოადგენს.
დღესდღეობით Giegling ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური ლეიბლია ევროპის მასშტაბით, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად Giegling-ს კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა.


ATEQ: ლეიბლის – Giegling თანადამფუძნებელი, იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა კოლექტივში. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რითმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით.


KETTENKARUSSELL: Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტი, რომლის დებიუტიც Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს.


Edward: გერმანელი პროდიუსერისა და DJ-ის Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. მუსიკოსის მეორე პროექტის – Desert Sky-ს სადებიუტო ალბომმა “Gaia” დღის შუქი გასულ წელს იხილა. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling.


VRIL: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან, ლეიბლ Giegling-ის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც 2010 წელს , ამ ლეიბლზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა, ის დღევანდელობის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ტექნო არტისტად მიიჩნევა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ. Vril-ის სადებიუტო ალბომი Torus 2014 წელს, მისი მშობლიური ლეიბლის სუბლეიბლზე Forum გამოვიდა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ავტორს. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი Portal, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს. Vril ასევე ცნობილია სახელით Zum Golden Schwarm.


Promo Links
Please Login to buy tickets