Blok9-3

BLOK9 და SPACEHALL 25 მაისს წარმოგიდგენთ ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის სამ მნიშვნელოვან გაერთიანებას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებაზე.

ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი ‘ქსელი 56’ აერთიანებს 4 წევრს: SF-X, FuLa, DuDa, Cibo.

ჰიპ-ჰოპ გაერთიანება ‘ბაზა’ 2012 წელს შეიქმნა და 4 არტისტისგან შედგება: Sinka, K’A, Terika, Chester. რომლებმაც 2015 წელს გამოუშვეს ერთობლივი EP. დღეს ისინი დამოუკიდებლად განაგრძობენ მოღვაწეობას.
25 მაისს რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ Terika, Chester და Sinka ერთად წარდგებიან მსმენელის წინაშე.

‘DigMassive’ არის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ჰიპ-ჰოპ არტისტების კოლექტივი: ‘ძველი რესურსი'(Samory MC & DJ/MC Grotask); Head; TM & Mush One და I.G.O.
25 მაისს SPACEHALL-ის სცენაზე წარდგებიან გაერთიანების ‘DigMassive’ წევრები: DJ/MC Grotask, TM & Mush One და I.G.O.


Promo Links
Please Login to buy tickets