BLOK9 – 4

BLOK 9 SEASON CLOSING
Illa J ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია დეტროიტიდან, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის Slum Village-ის წევრი იყო 2012-2015 წლებში. ასევე, Illa J ცნობილია მის უფროს ძმასთან, J Dilla-სთან ერთად ჩამოყალიბებული კოლაბორაციული პროექტით Yancey Boys, რომლითაც Illa J-მ მისი ძმის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა მოღვაწეობა. მოგვიანებით კი, J Dilla-ს მუსიკალური კატალოგის გამოყენებით, 2013 წელს გამოუშვა ალბომი ‘Sunset Blvd,’ რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღეს J Dilla-სთან ასოცირებულმა ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან Common და Talib Kweli.
Slum Village-ის წევრობის პერიოდში, Illa J-მ მონაწილეობა მიიღო ჯგუფის ორი სტუდიური ალბომისა და ორი მიქსტეიპის შექმნაში და მსოფლიო ტურის ფარგლებში 100-ზე მეტი შოუ გამართა. 2015 წლიდან ის აქტიურად შეუდგა სოლო კარიერის განვითარებას და ამავე წელს გამოუშვა რიგით მეორე სოლო ალბომი სახელად ‘Illa J’ რომელშიც შესულია ცნობილი კანადელი პროდიუსერის, Kaytranada-სა და Illa J-ს კოლაბორაცია. პირველი ალბომისგან განსხვავებით, Illa J-ს მეორე ჩანაწერი J Dilla-ს ფროდაქშენს საერთოდ არ შეიცავს. ამ ალბომით Illa J შეეცადა მისი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებას, რასაც ის 2017 წლის 30 ივნისს დაანონსებული მესამე სოლო ალბომით ‘Home’ აგრძელებს.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად მსმენელს საშუალება ექნება იხილოს ლოკალური სცენის წარმომადგენლები:
Giorgi Zurabishvili & Cutkill: ამიკო ნინუასა და „დეკას,“ იგივე გიორგი ზურაბიშვილის კოლაბორაცია 2012 წელს დაიწყო . მათი მუსიკა გამოირჩევა როგორც ოქროს ხანის, ასევე თანამედროვე ჰიპ-ჰოპის მრავალფეროვანი სელექციითა და საინტერესო, იმპულსური ცოცხალი შესრულებით.
Shining & Luna999: მიშო ურუშაძისა და მაქს მაჩაიძის პროექტი, რომელიც ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ონლაინ ლეიბლის LTFR-ის ნაწილია.
Kazzy Jazz & Jeronimo: ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ვეტერანი წარმომადგენლები.
Please Login to buy tickets