
BLOK9 სერიები მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების ჰიპ-ჰოპის გარშემო გაერთიანებას და ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას.
AFU-RA, იგივე Aaron Phillip, Gang Starr Foundation-ის წევრი, ნიუ იორკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია. მისი ლირიკები სავსეა მრავალფეროვანი სიტყვების გონივრული თამაშით, ფილოსოფიური იდეების განხილვით, თვითშემეცნებით და პირადი ისტორიებით. cliché ჰიპ-ჰოპ არტისტებისგან განსხვავებით Afu-Ra თავის შემოქმედებაში არ საუბრობს ფულზე, სამკაულებზე, მანქანებზე და სხვა მატერიალურ ნივთებზე. Afu-Ra სულიერ სიმშვიდეზე, პოზიტიურად ფიქრზე და საკუთარი თავის გაძლიერებაზე ლაპარაკობს. Afu-Ra-ს კარიერა Jeru The Damaja-სთან თანამშრომლობით დაიწყო. Jeru-ს დებიუტ ალბომში “The Sun Rises In The East”, Afu-Ra-მ ჩამოაყალიბა კონცეფცია და დაწერა ტრეკი ”Mental Stamina”. ალბომის გამოსვლის შემდეგ Afu-Ra, Jeru-სთან ერთად ტურზე გაემგზავრა სადაც ძალიან დიდი პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. Afu-Ra ასევე აქტიურად იყო ჩართული Jeru-ს მეორე ალბომის შექმნის პროცესში. 2000 წელს Afu-Ra-მ დებიუტ ალბომი გამოუშვა “Body of the Life Force”, რომლის პროდიუსერებიც იყვნენ Tru Master, DJ Premier, DJ Muggs (Cypress Hill) and the Beatminerz. გარდა ძალიან ცნობილი და წარმატებული პროდიუსერებისა Afu-Ra-მ ალბომში მოიწვია ისეთი არტისტები როგორიცაა: Ky-Mani Marley, M.O.P., GZA და Masta Killa. წარმატებული დებიუტ ალბომის შემდეგ Afu-ra-მ განაგრძო ძიება და მომდევნო ალბომებში კიდევ უფრო პირად თემებზე დაიწყო ლაპარაკი. 1994 წლიდან Afu-Ra მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ყველა მისი პერფორმანსი მისი სულიერი მოგზაურობაა, რომელიც სავსეა საინტერესო შეკითხვებით, გამოცდილებებით და გასაოცარი რითმებით.
ლოკალური ჰიპ-ჰოპ სცენის წარმომადგენლები:
JERONIMO
KAZZY JAZZ
TERIKA
GROTASK