DECODER: AMELIE LENS / NUR JABER / NICOLE

დეკოდერის შემდეგი სერია ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს მიეძღვნება. აღნიშული დღე საუკუნეზე მეტია ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. სამწუხაროდ, უფლებებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან არსებული პატრიარქალური სისტემა და მასკულინური კულტურა ხელს უშლის ქალების პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ემანსიპაციას.

სექსიზმი და ქალთმოძულეობა ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაშიც გავრცელებულია და ქალი შემოქმედები ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლნი. ამის მაგალითია ის განცხადებები, როცა ქალებს ნაკლებად ნიჭიერ შემოქმედებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მხოლოდ ვიზუალური აღნაგობის გამო დგანან სცენაზე.

ჩვენ ვუერთდებით ქალთა ბრძოლას! 7 მარტის ღონისძიებაზე გვსურს ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ და სიმბოლურად სცენაზე ვიწვევთ სამ ქალ დიჯეის. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მანიფესტები დააჩქარებს მანკიერი და სექსისტური სტერეოტიპების რღვევისა და ნგრევის პროცესს.

Amelie Lens – ბელგიელი Dj და პროდიუსერია, რომლის წარმატება იტალიურ ლეიბლ “Lyase Recording”-ზე დებიუტმა განაპირობა და თვალის დახამხამებაში, ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად იქცა. ამელის სეტები გამოირჩევა ბასებით დატვირთული მინიმალ ტექნოთი, რომელსაც ის კლასიკურ Acid-სა და Tribal ჟღერადობებს უხამებს.

Nur Jaber – Dj და პროდიუსერია, რომლის ფესვები შორეული ლიბანიდან მოდის. ზუსტად ამან განაპირობა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ღრმა მნიშვნელობის მატარებელი ტრეკები. 2010 წლიდან იგი ბერლინის House და ტექნო კლუბების ხშირი სტუმარია. DECODER-ის ფარგლებში, საქართველოს იგი პირველად ეწვევა.

Nicole – ქართველი Dj და პროდიუსერია, რომელიც 2018 წლის მაისში, Boiler Room-ის შესრულების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ქალ შემსრულებლად მიიჩნევა. 18 წლის ასაკში, ნიკოლი დუო “BODY THRILLS”-ის შემადგენლობაში სცენაზე პირველად გამოჩნდა. დღესდღეობით არტისტი კლუბ Cafe-Gallery-ს საპატიო რეზიდენტია.

ONLINE TICKETS:

www.tkt.ge/decoder

 

I BASKET – 30 GEL (SOLD OUT)

II BASKET – 40 GEL

III BASKET/DOOR – 50 GEL


Promo Links
Please Login to buy tickets