DECODER: NICOLAS JAAR LIVE

თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მასშტაბური ფესტივალების სერია DECODER თვეში ერთხელ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია 21 აგვისტოს, Rooms Hotels (Tbilisi, Georgia)-ში, ღია პრესკონფერენციაზე გაჟღერდება.

21 სექტემბერს, DECODER, ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას – NICOLAS JAAR-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს. მისი სადებიუტო ალბომი SPACE IS ONLY NOISE 2011 წელს Resident Advisor-ის, Mixmag-ის და Crack Mag-ის მიერ წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო ცოცხალი შესრულების მქონე არტისტის ტიტული ჰქონდა. 2015 წელს სერგო ფარაჯანოვის 1969 წლის ფილმისათვის “The Color of Pomegranates” ალტერნატიული საუნდტრეკი შექმნა. NICOLAS JAAR სოლო ნამუშევრების გარდა, მულტი ინსტრუმენტალისტთან, DAVE HARRINGTON-თან ერთად ცნობილი ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტის DARKSIDE-ის წევრია.

Please Login to buy tickets