DECODER: RICHIE HAWTIN / CLAIRE MORGAN / THE FOREST

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER, 3 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად უმასპინძლებს თანამედროვე ტექნო სცენის ლეგენდას – Richie Hawtin-ს. მუსიკოსი, რომლის ანგარიშზეც უამრავი წარმატებული პროექტია და მსოფლიო მასშტაბით, ელექტრონული მუსიკის მთავარ ინტელექტუალურ ძალად მიიჩნევა, 22 თებერვალს ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს. საფესტივალო სერიის ფარგლებში, Claire Morgan თბილისს პირველად ეწვევა, რომელმაც მუსიკალური ცხოვრება, როგორც მულტიინსტრუმენტალისტმა და კომპოზიტორმა დაიწყო. წარსულში ფილმებისთვის და ტელევიზიისთვის კომპოზიციების შექმნამ, დიდი ზეგავლენა მოახდინა მის მელოდიაზე და ჰარმონიულ პროგრესზე. არტისტის უსაზღვრო ნიჭი ავსტრალიაში გამოიკვეთა და საბოლოო ფორმა, სტილი და მკაფიო ინსტიქტები, ტექნოს დედაქალაქში შეიძინა. მოხარულები ვართ, რომ გარდა მოწვეული არტისტებისა, DECODER-ის აუდიტორიისთვის სამამულო სცენის პიონერი, The Forest დაუკრავს, რომელიც პროდიუსერისა და დიჯეის, ბაჩი თომაძის ჰიპნოტურ ტექნოზე ორიენტირებული პროექტია. მისი სეტები გაჯერებულია ღრმა ჟღერადობით და დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიზიციების ავტორია. არტისტმა მუსიკის შექმნა 2001 წლიდან, 18 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას.

Please Login to buy tickets