DECODER X SPIRAL: BOSTON 168 / KAS:ST / 747

ქაოსი, ერთფეროვნება, უიმედობა. ერთ დროს ეპატაჟურობისგან დაცლილი მეამბოხე სულის მატარებელი მოძრაობა დღეს სახეცვლილი ფორმით გვევლინება. ბიზნეს ტექნო – ტერმინი, რომელიც XXI საუკუნის ახალ მიმდინარეობად მოგვევლინა სამწუხაროდ დღესდღეობით უამრავი ახალი თაობის არტისტს აერთიანებს.

SPIRAL – ახალი, დამოუკიდებელი ტექნო საღამოების სერიები, რომელიც დაცლილი იქნება “ბიზნეს ტექნო”-ს ქვეშ გაერთიანებული არტისტებისგან, სადებიუტო საღამოს 26 ოქტომბერს გამართავს. SPIRAL-ის სერიები DECODER-ის პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული და ახალი, განსხვავებული იდენტობით იქნება გამორჩეული, სადაც მაქსიმალური ყურადღება სახელოვნობო და ვიზუალურ მხარეს დაეთმობა. SPIRAL-ის სერიებზე მკაცრი კარის პოლიტიკა გავრცელდება.

26 ოქტომბერს ფესტივალი Spacehall-ში უმასპინძლებს სცენის წამყვან არტისტებს : Kas:st, Boston 168 და 747.

Boston 168 – ორი იტალიელი მუსიკოსის, Sergio Pace და Vinenco Ferramosca-ს დაფუძნებული მუსიკალური პროექტია.Sergio Pace და Vinenco Ferramosca ლაბორატორიის ელექტრონული მკვლევარები არიან, რომლებმაც მრავალი წელი დაუთმეს ხმის შესწავლას ახალი ტექნო გამოწვევების შესაქმნელად. მათი მუსიკა აუდიტორიას ტექნო სამყაროში ამოგზაურებს, სადაც ახალ გრავიტაციასა და ტექნო ჟღერადობის შავ ხვრელებს აპოვნინებს.

747, იგივე Ryan chan -ესიდ ტექნოს კანადელი შემსრულებელია. არტისტი ყოველთვის აკვირვებს მსმენელს თავისი კომპოზიციებითა და პერფორმანსებით, რომლებიც მუსიკის სამყაროში იმ უსასრულო მოგზაურობას ჰგავს, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილიც უცნობია.

Kas:st – “Ka One & St-Sene”-მ 2013 წლის ბოლოს დააფუძნა პარიზული ლეიბლი Flyance Records. დიგინგის, დიჯეინგისა და რადიო აქტივიზმის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ Ka One & St-Sen -მ ჩამოაყალიბეს დუო და დაიწყეს თავიანთი საკუთარი ჟღერადობის შექმნა.

Please Login to buy tickets