DECODER X SPIRAL: FJAAK / TRYM / REMCO BEEKWILDER

DECODER წარმოგიდგენთ SPIRALI-ს რიგით მეორე ტექნო სერიას, რომლის ფარგლებშიც თბილისს, დუეტი Fjaak ეწვევა. არტისტები მუსიკას ბავშვობიდან ერთად ქმნიდნენ, თუმცა ტექნო პროექტს 2000-იანების მიწურულს ჩაეყარა საფუძველი. მათი პირველი რელიზი 2012 წელს Baaisaal Records-ზე გამოიცა, რომელსაც 2013 წელს ფირფიტები “Remember Me” და “Mind Games” მოჰყვა. 2014 წლის Klasse-ს რელიზის შემდეგ, Fjaak-მა Modeselektor-ის 50 Weapons-ზე 12 ინჩიანი სინგლები გამოსცა და მალევე Modeselektor-ის მთავარ ლეიბლზე, Monkeytown-ზე გადავიდა.

FJAAK-თან ერთად სცენა დაეთმობა საფრანგეთის ახალი თაობის ტექნო სცენის წამყვან ფიგურას – Trym-ს. მისთვის დამახასიათებელია ტექნოსა და მძიმე ტრანსის სინთეზი. Trym წარდგენილია ისეთ ადგილებსა და ღონისძიებებზე, როგორებიცაა: Possession, Fée Croquer, Griessmuehle. Regal-ის ლეიბლზე “Involve Records”, არტისტმა EP “Sparkling System” გამოსცა, რომელიც იდეალურად გამოხატავს მის ტემპერამენტსა და ხასიათს. EP-მა აღიარება მოიპოვა ისეთ არტისტებში, როგორებიც არიან: Regal, Amelie Lens, Paula Temple, Shlomo და Charlotte De Witte.

SPIRAL-ის ტექნო სერიის მესამე წარმომადგენელია ჰოლანდიელი არტისტი Remco Beekwilder, რომელიც აგრესიული ტექნო სეტებით გამოირჩევა. 2018 წელს, მუსიკოსმა ლეიბლი “Emerald” დააარსა, რომლითაც სხვა არტისტებსაც მისცა შესაძლებლობა გამოსცენ საკუთარი კომპოზოციები. მისი ცნობილი EP LSD ლეიბლზე “Monnom Black” 4 კომპოზიციით გამოიცა, რომელმაც მსმენელში დიდი აღტაცება გამოიწვია. კომპოზიცია LSD DJ MAG-ის 2017 წლის ტოპ 50 ტრეკის 34-ე პოზიციაზე განთავსდა.


Promo Links
Please Login to buy tickets