DERRICK MAY / KVANCHI

DERRICK MAY: იგივე Rhythm Is Rhythm და Mayday, ვეტერანი პროდიუსერი და DJ დეტროიტიდან, ცნობილი ბელვილის ტრიოს წარმომადგენელი, რომელიც Juan Atkins და Kevin Saunderson-თან ერთად ტექნოს ფუძემდებლად ითვლება. ახალგაზრდა May-ზე და მის მეგობრებზე განსაკუთრებული მუსიკალური გავლენა parliament, Kraftwerk და Gary Numan-ის შემოქმედებამ მოახდინა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა მათი მომავალი. 1986 წელს May-მ ლეიბლი Transmat Records დააარსა, რომელსაც მისი საუკეთესო ჩანაწერები (“Nude Photo,” “Strings of Life,” “Kaos”) ეკუთვნის. სხვადასხვა დროს ასევე თანამშრომლობდა ლეიბლებთან: NovaMute, Planet E, 100% Pure, Metroplex. კლასკური May-ს ჟღერადობა პერკუსიების მძიმე ნაკადის, სიმებიანი სემპლების და ჩიკაგო ჰაუსით ინსპირირებული სითბოს ჭკვიანურ ბალანსს წარმოადგენს.

KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი. მის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ-იორკის სცენებისთვის დამახასიათებელმა ჟღერადობამ მოახდინა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი აღმოჩნდა.

VEON – არის ციფრული ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც მობილური ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებლის ინტერესებშია: ჩეთი, ინტერნეტ ზარები, პოპულარული კონტენტი, პერსონალური კაბინეტი, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ექსკლუზიური შეთავაზებები.


Promo Links
Please Login to buy tickets