FLORA ( VARG & ANNA MELINA ) / ANTHONY LINELL

30 დეკემბერს, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზში SPACEHALL, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი, NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის წევრი VARG და ვოკალისტი ANNA MELINA აუდიო-ვიზუალური პროექტით წარდგებიან. ექსპერიმენტული მუსიკის პროექტი FLORA მათი მომავალი ალბომის პრეზენტაციას წარმოადგენს და არტისტების სოლო პროექტებს შორის არსებულ განსხვავებებს იკვლევს. მათთან ერთად ლაივს დაუკრავს შვედი DJ და პროდიუსერი NORTHERN ELECTRONICS-ის დამაარსებელი ANTHONY LINELL, იგივე ABDULLA RASHIM, AR, LUNDIN OIL.

“ეს არ არის პოპი, არც ჰიპ-ჰოპ და არც ტექნო ჟღერადობა, არ ვიცი რა ვუწოდო, ალბათ უფრო ექსპერიმენტული? წარმოიდგინეთ ARCA-ს და KATE BUSH-ს სექსი აქვთ და სკანდინავიურ-ემო-ინდუსტრიული დუეტი იბადება, ამას ემატება ბევრ ბასი და დრამი, რომანტიული სინთეზატორები და MELINA-ს ულამაზესი ვოკალი.” – VARG


Promo Links
Please Login to buy tickets