MOVEMENT: GAMOUVALI MDGOMAREOBA / SVANSIKH / KORDZ / L8

გამოუვალი მდგომარეობა: ქართულ ალტერნატიულ მუსიკალური ჯგუფი, რომლის წევრებიც მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი, ჯგუფ ვიტამინის ყოფილი სოლისტი დავით გაბუნია, დრამერი პაპუნა ჟამიერაშვილი, ოთო ხმალაძე, გიორგი გობეჯიშვილი, შოთარი დარახველიძე და გიორგი გაბრიელაშვილი არიან. ჯგუფმა ახალი არანჟირებით და ორიგინალური ტექსტებით ქართულ 70-80-90-იანი წლების ცნობილ კომპოზიციების ახალი ჟღერადობა შესძინა. მათი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით “გამოსავალი” 2015 წელს ბრავო რექორდსზე გამოიცა.
KORDZ : საქართველოში დაბადებული და ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები ალექსანდრე კორძაია განსხვავებული ჟღერადობის მქონე მუსიკოსია, რომელის შემოქმედებაზეც განსაკუთრებულ გავლენა კლასიკურმა მუსიკამ და დისკომ მოახდინა. მისი მუსიკა საველე ჩანაწერებისა და ცოცხალი ინსტრუმენტების კომბინირებით იქმნება.
SVANSIKH: ვოკალისტი ანანო სიხარულიძის და ხმის ინჟინერის ბაჩო სვანიძის ელექტრო-პოპ დუეტი 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამავე პერიოდში გამოუშვეს პირველი წარმატებული ჩანაწერი Read In The Air, რომელსაც ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 2012 წელს კი ელექტრონავტის დაჯილდოების ცერემონიალზე LP “Pitch It” წლის ალბომის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, მინიალბომი Disco Day კი გერმანულ ლეიბლზე Keiz Beats გამოიცა, რის შემდეგაც მალევე მოექცა საბერძნეთის Itunes ჩარტებში. კოლექტივის მუსიკა პოპ-მუსიკის ჟანრს მოიცავს , თუმცა მასში შეიმჩნევა საცეკვაო და ელექტრონული მუსიკის ელემენტები.
L8: ლუკა მეტრეველის პროექტია, რომლის მრავალფეროვანი სეტები კლასიკურ დიჯეი პერფორმანსა და ცოცხალი ვოკალის ელემენტებს აერთიანებს.
Please Login to buy tickets