LEN FAKI / SNTS / I HATE MODELS / HENNING BAER

1 დეკემბერს, თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის მეოთხე სერია, SPACEHALL-ში გაიმართება, რომელზეც LEN FAKI, I HATE MODELS და HENNING BAER სეტებს დაუკრავენ, SNTS კი ლაივით წარსდგება.
ბერლინში მოღვაწე LEN FAKI დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო DJ და პროდიუსერია. ის დაარსების დღიდან იყო კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და OSTGUT TON-ის ოჯახის წევრი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია როგორც ლეიბლის ბოსმა და მენეჯერმა. 2003 წელს, მის მიერ დაარსებული FIGURE საუკეთსო პლატფორმაა ერთდროულად გამოცდილი და ახალბედა არტისტებისთვის. I HATE MODELS 90′ წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკისა და EBM-ის გავლენით შექმნილი სოლო პროექტია, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. SNTS საიდუმლოებით მოცული ინდუსტრიული ტექნო / ემბიენთ პროექტია, რომელიც განსხვავებული ვიზუალური კონცეფციით და ლაივ შესრულებით გამოირჩევა. გამოიცემა ლეიბლებზე: SNTS, HORIZONTAL GROUND, EDIT SELECT, SACRED COURT, 47. გერმანული საკლუბო სცენის ერთ-ერთი დაფასებული წარმომადგენელია HENNING BAER, ივენთების სერიის GROUNDED THEORY რეზიდენტი და კურატორი.

Please Login to buy tickets