MOVE D B2B GERD JANSON / ZURKIN B2B VAKHO

თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER გერმანელ მუსიკოსებს: Move D და Gerd Janson-ს უმასპინძლებს. მათთან ერთად დაუკრავენ Vodkast Records-ის სულისჩამდგმელები Zurkin და VAKHO.

მდიდარი დისკოგრაფიის მქონე ვეტერანი სელექტორისა და მუსიკალური იმპროვიზატორის David Moufang-ის შემოქმედება 90’-იანი წლებიდან იწყება და მრავალ მუსიკალურ მიმართულებას აერთიანებს. მისი ტრეკები გამოიცემა ლეგენდარულ ლეიბლებზე, როგორიცაა: Warp Records, Workshop. მისი ტექნოს კლასიკად აღიარებული სადებიუტო ალბომი Kunststoff, დღემდე დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე არტისტებზე. Move D-ს კარიერა რამდენიმე ათეულ კოლაბორაციულ პროექტს ითვლის, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია Magic Mountain High, Move D / Namlook, Deep Space Network. ფრანკფურტის საკულტო კლუბის Robert Johnson-ის რეზიდენტი და Red Bull Music Academy-ს წარმომადგენელი Gerd Janson წლების განმავლობაში იყო ლეგენდარული Liquid Club ღამეების მასპინძელი.

Please Login to buy tickets