MOVEMENT EVENTS

MOVEMENT EVENTS-ის პირველი სერია 25 ნოემბერს SPACEHALL-ში შედგება, მსმენელს KONOBA -სთან ერთად L8 და DANIELL უმასპინძლებს.

KONOBA ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის ბენდია რომელიც მანქანების და ინსტრუმენტების, სიზმრების და რეალობის , მელანქოლიური ვოკალის და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს. მასზე განსაკუთრებული გავლენა გავლენა Alt-J, Cinematic Orchestra, Bonobo, The Beatles, Radiohead და James Blake-მა მოახდინა.

L8 ქართველი არტისტის ლუკა მეტრეველის პროექტია რომელიც კლასიკურ DJ პერფორმანსს და ლაივ ვოკალის ელემენტებს აერთიანებს. მის სელექციაში მრავლად შეხვდებით ჰაუსისა და ელექტროს მრავალ სუბ ჟანრსა და ჟღერადობას.

DANIELL  იგივე გიორგი ცოფურაშვილი ახალგაზრდა ქართველი DJ და პროდიუსერია. მისმა უახლესმა ნამუშევრებმა SPACEHALL-ის სცენაზე პირველად 30 სექტემბერს გაიჟღერა.

Please Login to buy tickets