
The Radio Dept.: 1995 წელს, სკოლის მეგობრებმა იოჰან დანკანსონმა და ელინ ალმერიდმა The Radio Dept. დააფუძნეს. 2001 წელს მათი პირველი სინგლი შვედურ ჟურნალ Sonic-ში გამოიცა, რასაც მალევე მოყვა კოლექტივის მიმართ დიდი ინტერესი. 2003 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომი Lesser Matters სწრაფად მოექცა საერთაშორისო მუსიკალური მედიის ყურადღების ცენტრში. ყველაზე ცნობილმა ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემა NME-მ ალბომს 10-დან 10 ქულა დაუწერა და The Radio Dept.-ს დიდი პოპულარობა მოუტანა. რამდენიმე წარმატებული ევროპული და ამერიკული ტურნეს შემდეგ, 2006 წელს ჯგუფს ცნობილი კინორეჟისორი, სოფია კოპოლა დაუკავშირდა და სთხოვა მათი სიმღერების საუნდტრეკად გამოყენების უფლება ფილმისთვის Marie Antoinette. იმავე წელს გამოვიდა ფილმი და ჯგუფის ახალი ალბომი Pet Grief, რითაც მათი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. The Radio Dept ცნობილია მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური მუსიკით, მუსიკასთან შერწყმული ვოკალ პარტიებითა და მწვავე, ანტიფაშისტური პოლიტიკური ტექსტებით, რომლითაც ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის შვედეთის პრემიერ მინისტრს. მუსიკის ახლებურმა ხედვამ, სიმწვავემ და იმიჯმა დროთა განმავლობაში The Radio Dept.-ს უდიდესი მნიშვნელობა შესძინა თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე. 2015 წელს ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian მათ “საკულტო გმირები” უწოდა. ჯგუფის ბოლო ალბომი Running Out of Love 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა.