MUZAME#9

The Irrepressibles მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ქვიარ აქტივისტის, ჯეიმი მაკდერმოტის არტ-პოპ კოლექტივია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა. ჯგუფის მუსიკა მრავალმხრივი მოგზაურობაა ალტერნატიული პოპის, ემბიენთისა და ორკესტრული ჟღერადობის სამყაროში, რომლის მიმართულებასაც მეტწილად თავად ჯეიმი განსაზღვრავს.

The Irrepressibles პირველი ალბომი Mirror Mirror 2010 წელს გამოიცა და მისი პროდიუსერი გახლდათ დიმიტრი ტიკოვოი (Placebo, The Horrors, Mikky Ekko, Marianne Faithfull). ალბომმა, რომელიც ბაროკო-პოპ ჟღერადობას ატარებს, უმაღლესი შეფასებები მიიღო საერთაშორისო მედიისგან. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფის ყველაზე წარმატებული სინგლი In This Shirt, რომელიც გახლავთ საუნდტრეკი მოკლე მეტრაჟიანი ფილმისა The Lady is Dead.

2012 წელს ჯგუფი მორიგ წარმატებულ ალბომს Nude უშვებს, რომელზეც ბრიტანული გამოცემა The Indiependent წერს: “[ალბომი] ყველაზე მშვენიერი მუსიკალური ძვირფასეულობითაა შემოსილი”. Nude-ს რელიზს EP-ების სერია მოყვა Nude : Landscapes (2013), Nude : Viscera (2014) და Nude : Forbidden (2014).

ჯეიმი მაკდერმოტს სახელი გაუთქვა თანამედროვე მუსიკის ისეთ ცნობილ არტისტებთან კოლაბორაციამ, როგორიცაა Iamamiwhoami, Röyksopp, Hercules & Love Affair. იგი მოწვეულ ვოკალისტად წარსდგა Röyksopp-ის სინგლებზე Something in My Heart და Twenty Thirteen. იმავე წელს Röyksopp-მა In This Shirt-ის რემიქს ვერსია ჩაწერა.

ჯეიმის ცხოვრებასა და შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქვიარ აქტივიზმს. მისი მუსიკა და კლიპები ხშირად გაჯერებულია ქვიარ ესთეტიკით. The Irrepressibles თბილისში NUDE – Landscapes შოუს კონცეფციით წარსდგება.

Please Login to buy tickets