MUZAME: LEBANON HANOVER

Lebanon Hanover: “ჩვენ ამ სამყაროში ადგილს ვერ ვპოულობთ, ამიტომაც ვქმნით ახალ სამყაროს, ახალი სახელით. ლიბანი და ჰანოვერი – ამ ადგილებს არანაირი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ თუ მათ შორის რაიმე კავშირს წარმოვიდგენთ, ეს სივრე უმშვენიერესია.” – ასე აღწერენ ბრიტანულ-გერმანული დარქვეივ ჯგუფის წევრები საკუთარ მუსიკასა და შემოქმედებას.

მათთვის თანამედროვე სამყარო ცივი და უგრძნობია, სადაც ადამიანები ამაყობენ ამ უგრძნობლობით. სიცივიდან გამოსავალი კი სევდაა, სევდა, როგორც ამბოხება და მანიფესტი (“Sadness is Rebellion”), მათი ინსპირაციის წყარო 80-იანების ესთეტიკასთან ერთად ბრიტანეთის სანაპიროები, ღამის ტყეები და ბერლინის ურბანიზმია.

Lebanon Hanover-ის მუსიკაში 80-იანების პოსტ-პანკ ჟღერადობისა და დარქვეივის სინთეზი მაქსიმალურად სადაა, ღრმა, მძიმე ბასებითა და დახვეწილი გიტარის აკორდებით, რომელსაც ლარისა აისგლესის დაბალი ვოკალური ტონალობები ერთვის თან.

“საუკეთესო ბრიტანული ბენდი, რომლის შესახებაც ცოტას თუ სმენია” – ასე მოიხსენია ისინი ჟურნალმა The Terrorizer.

Lebanon Hanover მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ მინიმალისტური, DIY მიდგომითა და ანდროგენული იმიჯით ხიბლავს მსმენელს არამხოლოდ ევროპაში, ბრიტანეთსა და შტატებში, არამედ სამხრეთ ამერიკასა და იაპონიაში.

Please Login to buy tickets