MUZAME: NEW YEAR CONCERT

Jay-Jay Johanson: 20 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა უნიკალური საუნდი, რომლითაც მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი სპეციფიური, მელანქოლიური ვოკალი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს მსმენელში. ამის გამო მას სევდისა და მარტოობის არტისტადაც მოიხსენიებენ ხოლმე. იოჰანსონს 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტ-სინგლები Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში. მუსიკოსის ბოლო ალბომი Opium 2015 წელს გამოვიდა.

The Bearfox: ქართული ალტერნატიული ინდი-როკ ჯგუფი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. 2014 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი Holding You, რომელიც Betkholab-ში ჩაიწერა. ჯგუფისთვის შთაგონების წყაროები მრავალფეროვანია: ცხოველები და ფრინველები, ადამიანური ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული, რაც მათი მუსიკის სენტიმენტალურობაზე, სიმსუბუქესა და ლირიულობაზე აისახება.

Eko Deisadze: მუსიკოსი და პოეტი, რეჟისორი, სამოქალაქო აქტივისტი. მისი მუსიკა წარმოადგენს პოპის, სინთპოპის, ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის სინთეზს, რომელსაც ხშირად თან ახლავს ღრმა, ფილოსოფიური ტექსტები სოციალურად აქტუალურ საკითხებზე. Eko & Vinda Folio-ს ქართულენოვანი ალბომი (http://bit.ly/2hm2qHJ) 2016 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა. 31 დეკემბრის ღამეს დეისაძე სოლო პროგრამით წარსდგება.

MokuMoku: 2014 წელს, ორი წევრისგან შემდგარი დუო MokuMoku მოგვიანებით ბენდ-პროექტად გარდაიქმნა. ჯგუფი თავდაპირველად ექსპერიმენტულ ჰიპ-ჰოპ / ტრიპ-ჰოპს ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მათი მუსიკალური პალიტრა გაიშალა და ინდასტრიალისა და ფანქის ელემენტები დაემატა. MokuMoku ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტული ჯგუფია ქართულ სცენაზე.


Follow MUZAME –

facebook.com/muzame.ge
instagram.com/muzame.ge
muzame.ge | info@muzame.ge

Follow SPACEHALL –
facebook.com/spacehall

Please Login to buy tickets