
AGORIA – ფრანგი DJ და პროდიუსერი, გამოირჩევა თავისი ახლად ჩამოყალიბებული სტილით “Drift”, რომელიც არტისტის ჟანრობრივ თავისუფლებაზე მეტყველებს.მას არ ეშინია სხვადასხვა ჟღერადობების მოსინჯვა და მსმენელისთვის გაზიარება. “Drift” სტილი სხვა არტისტებსაც აქეზებს ახალი ტრენდების ჩამოყალიბებაში და ათვისებაში.
NTHNG – ჰოლანდიელი DJ-ია, რომელზეც მისი შემოქმედების გარდა, არაფერია ცნობილი. მისი დებიუტი 2014 წელს, Lobster Theremin-ის სუბლეიბლზე Mörk შედგა, EP-ით “Remember Us,” რომელსაც 2015 წელს გამოსული “1996” მოჰყვა, სადებიუტო ალბომი კი მან იანვარში გამოსცა. “It Never Ends” ტექნოს ღრმა და ემოციურ ბუნებაზე კონცენტრირდება და იდეალურად გამოხატავს ახალგაზრდა პროდიუსერის მუსიკალურ ორიენტაციას.
TIJANA T – სერბი DJ Tijana Todorovic ბელგრადის ტექნო სცენის ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული წარმომადგენელია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის ასევე არის ვოკალისტი და მუსიკალური ჟურნალისტი.
მისი სეტები გამოირჩევა ენერგიული და ქარიზმატული შესრულებით, დახვეწილი ტექნიკით და საინტერესო სელექციით.
ონლაინ ბილეთები : http://tkt.ge/FreedomNight
I BASKET : 20 GEL
II BASKET : 30 GEL
III BASKET: 40 GEL
IV BASKET/DOOR: 50 GEL