RECONDITE LIVE / AME / ELLEN ALLIEN / TADE

თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER ახალი ვიზუალური კონცეფციით ბრუნდება. 7 მარტს, SPACEHALL-ში, DECODER-ის მეხუთე სერია გაიმართება, RECONDITE ლაივს შეასრულებს, AME, ELLEN ALLIEN და TADE სეტებს დაუკრავენ.

RECONDITE: იგივე LORENZ BRUNNER, გერმანელი პროდიუსერი და DJ. მან პირველი ჩანაწერი თავისივე დაარსებულ PLANGET RECORDS-ზე გამოუშვა, აღიარება კი ერთ წელიწადში გამოსულმა სადებიუტო ალბომმა TIE IN მოუტანა, რასაც მოჰყვა არტისტის თანამშრომლობა ლეიბლებთან: DYSTOPIAN და GHOSTLY INTERNATIONAL. მისი შემოქმედება განსაკუთრებით ღრმა და მელანქოლიურ ტექნოს წარმოადგენს, რომელიც დატვირთულია მისტიური მელოდიურობით და ემოციური სიმძიმით. როგორც ამბობს, მუსიკა მისთვის თვითგამოხატვის, განთავისუფლების გზაა.

AME DJ: იგივე KRISTIAN BAYER, ბერლიში დაფუძნებული ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, მის სახელს უკავშირდება ლეიბლის INNERVISIONS შექმნა, AME-ს სეტები ღრმა ჰაუსის ჟღერადობით გამოირჩევა.

ELLEN ALLIEN: ვეტერანი გერმანელი პროდიუსერი და DJ, ბერლინის ტექნო სცენის ერთ-ერთი მრავალმხრივი არტისტი. არის არაერთი აღიარებული ჩანაწერს ავტორი, რომელთა უმეტესობა მისივე დაარსებულ BPITCH CONTROL-ზე გამოიცემა, სხვადასხვა დროს იყო კლუბების THE BUNKER და TRESOR-ის რეზიდენტი. აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია APPARAT-თან, 2017 წელს გამოიცა ELLEN ALLIEN-ის რემიქსი DEPECHE MODE-ის კომპოზიციისთვის COVER ME.

TADE: პროდიუსერი და DJ მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.


Promo Links
Please Login to buy tickets