SPACEHALL 08.04.2017

AGORIA: იგივე Sébastien Devaud, ფრანგული საკლუბო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული წარმომადგენელი. ლეიბლის InFiné დამაარსებელი და ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Nuits sonores ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. მის მუსიკალურ ინსპირაციას ადრეული ასაკიდანვე წარმოადგენდნენ Depeche Mode , New Order, Kevin Saunderson და Jeff Mills. 2003 წლიდან გამოშვებული აქვს ხუთი სტუდიური ალბომი. Agoria-ს ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოიცემოდა ლეიბლებზე: Innervisions, Ellum Audio, Kompakt Records, Hotflush Recordings, Different, Different. შექმნილი აქვს New Order-ის, Moby-ს, METRONOMY-ს, Inner City-ს რემიქსები. არტისტის მელოდიურ ტექნო ჟღერადობაში განსაკუთრებით იგრძნობა ჯაზის, დეტროიტ ტექნოს და ჩიკაგო ჰაუსის გავლენა.
TADE: DJ და პროდიუსერი. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.
Please Login to buy tickets