
RICHIE HAWTIN: ბრიტანეთში დაბადებული კანადელი ლეგენდარული არტისტი. მის სახელს უკავშირდება ლეიბლების PLUS8, M_NUS და ონლაინ პორტალის BEATPORT დაარსება. 10-ზე მეტი სხვადასხვა პროექტისა და უამრავი რელიზის უკან დგას ადამიანი, რომელსაც NEW YORK TIMES-მა “ONE OF THE ELECTRONIC DANCE WORLD’S INTELLECTUAL FORCES” – “მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული საცეკვაო მუსიკის მთავარი ინტელექტუალური ძალა” უწოდა, PLASTIKMAN-ის სახელის ქვეშ მან დიდი გავლენა მოახდინა დეტროიტ ტექნოზე, M_NUS-ის დაარსებით კი მინიმალზე, როგორც მუსიკალურ მიმართულებაზე. 2012 წელს შექმნა და 4 წლის განმავლობაში იბიცაზე მასპინძლობდა ლეგენდარულ სივრცეს – ENTER (SPACE) , რომელიც მოგვიანებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დიდ შოუებად ტრანსფორმირდა. 2012 და 2015 წლებში RICHIE HAWTIN ამერიკის უნივერსიტეტებში, CNTRL სერიების ფარგლებში, მუსიკისა და DJ-ინგის ხელოვნების შესახებ ლექციებს კითხულობდა. HAWTIN-ის სახელს უამრავი ახალგაზრდა არტისტის აღმოჩენა უკავშირდება (90’ წლებში SPEEDY J და 2010 წელს GAISER). ტექნოლოგიისა და მუსიკის სიყვარულის სინთეზით დაარსა კომპანია LIINE, რომელიც ბერლინში ქმნის სხვადასხვა ინოვაციურ აპლიკაციებს. HAWTIN-ს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან: დიზაინერ RAF SIMONS-თან, მოქანდაკე SIR ANISH KAPOOR-თან და რეჟისორ BERTRAND BONELLO-სთან კოლაბორაციით უმუშავია ისეთი სივრცეებისთვის, როგორიცაა: ნიუ იორკის გუგენჰეიმის მუზეუმი, პარიზის GRAND PALAIS და CENTRE POMPIDOU.
HITO: ბერლინში მოღვაწე იაპონელი ელექტრონული მუსიკოსი და DJ, რომელიც უნიკალური ესთეტიკითა და სტილით გამოირჩევა. ფირფიტების დიდი კოლექციით ყოველთვის ახერხებს მსმენელის მუხტის მუსიკალური ბიტებად გადათარგმნას. 2012 წლიდან HITO გახდა RICHIE HAWTIN-ის ENTER.-ის რეზიდენტი SPACE IBIZA-ზე და კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული არტისტად იქცა. მის სახელს შეხვდებით ისეთი კლუბებისა და ფესტივალების პროგრამებში, როგორებიცაა FABRIC ლონდონში, REX პარიზში, AWAKENINGS ამსტერდამში და WARUNG ბრაზილიაში.
BLIND OBSERVATORY: ბერლინში დაფუძნებული იდუმალებით მოცული პროექტი, რომლის შექმნაზეც განსაკუთრებული გავლენა სამეცნიერო ფანტასტიკამ და მომავლის ნოსტალგიამ მოახდინა, ყურადღების ცენტრში კი RICHIE HAWTIN-ის ENTER.-ში დაკვრის შემდეგ მოექცა. BLIND OBSERVATORY-ს ჩანაწერები ლეიბლზე I/Y და მისივე დაარსებულ GRAVITATIONAL-ზე გამოდის. არტისტის ტექნო სეტები ყოველთვის დინამიური და ფუტურისტულია.