SPACEHALL: 28.01

SPACEHALL: ⊙ STEVE BUG ⊙ COBERT

STEVE BUG: ენერგიული და მოულოდნელობებით სავსე გერმანელი DJ და პროდიუსერია. პროფესიონალიზმისა და დახვეწილობის გამო Resident Advisor-მა მას „ტექნოს ჯენტლმენი“ უწოდა. მისი ყოველი მომდევნო ნაბიჯი კარგად გააზრებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და მასშტაბურია. Steve Bug-ის მიერ 1998 წელს დაარსებულ ლეიბლზე Poker Flat Recordings საკუთარ მუსიკას გამოცემენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Trentemøller და Ryo Murakami. Steve Bug არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული ივენთების სერიის Big Bluff დამაარსებელი, რომელშიც Poker Flat Recordings-ის არტისტთა უმეტესობა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო პოპულარობა Steve Bug-ს Poker Flat Recordings-ზე 2002 წელს გამოცემულმა ალბომმა Sensual მოუტანა, რომელიც გაგრძელდა Bugnology მიქსების სერიით FABRIC-ისა და Fuse-სთვის და მისი კარიერა ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. DJ-ის უნარ-ჩვევებმა და ინოვაციური სმენამ იგი 90-იანების არტისტებისგან განსხვავებულ გზაზე დააყენა, რომელსაც სხვებისაგან სწორედ ტექნოსა და ესიდის ჰიბრიდული ჟღერადობა გამოარჩევს. Steve Bug-ის გარდა არტისტს 6 სხვა პროექტი აქვს, სადაც ის ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ და მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობებზე ორიენტირდება.

COBERT: ქართველი პროდიუსერი და DJ გიორგი კობერიძე. ელექტრონული მუსიკის სცენაზე როგორც ლაივ შემსრულებელი 14 წლის ასაკიდან გამოჩნდა, მისი სეტები კი უმეტესად ჰაუს ჟღერადობაზე არის ორიენტირებული. მისი კომპოზიცია Dreamer ლეიბლის Overall Music 2016 წლის კომპილაციაში არის შესული.


Promo Links
Please Login to buy tickets