
MIND AGAINST: იტალიელი ძმების Alessandro და Federico Fognini-ების ბერლინში დაფუძნებული ტექნო/ჰაუს ჟღერადობის დუო. პროექტის დებიუტი 2013 წელს Life And Death-ზე Atlant EP-ით შედგა, ამ ლეიბლზე გამოიცემა მათი ჩანაწერების უმეტესობა. აღსანიშნავია დუოს კოლაბორაციები Locked Groove, Somne და Tale Of Us-თან. Afterlife-ს ეკუთვნის Mind Against-ის და Aether-ის 2017 წლის ერთობლივი ნამუშევარი Solaris EP. Mind Against-ის სეტები ყოველთვის ემოციურად მდიდარია და ღრმა მელოდიურობით გამოირჩევა.
Agents Of Time: იტალიური ტრიო, Andrea Di Ceglie-მ Fedele Ladisa-მ და Luigi Tutolo-მ 2013 წელს დააარსეს და ჰაუსის ტექნოს და ემბიენტის სინთეზს წარმოადგენს პროექტმა განსაკუთრებული ინოვაციური ჟღერადობითა და საინტერესო ვიზუალური კონცეფციით სწრაფად მოიპოვა აღიარება.
მათი ლაივ შესრულება რომელიც ანალოგ ინსტრუმენტებით ხასითდება უნიკალური და მოულოდნელობებით აღსავსეა. ტრიომ სადებიუტო ალბომი Spread The Word ბრიტანულ ლეიბლზე Stem Records, 2014 წელს გამოუშვა. აღსანიშნავია მათი 2017 წლის რელიზი: Day One EP. შექმნილი აქვთ WhoMadeWho-ს და Sailor & I-ს რემიქსები.
TADE: DJ და პროიდუსერი. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.