SPACEHALL OPENING 19.11.2016

SPACEHALL OPENING with ⊙ OMAR S ⊙ KVANCHI ⊙ VAKHO

⊙OMAR-S: დეტროიტ ტექნოს და ჰაუსის პიონერისა და ცოცხალი ლეგენდის Alex “Omar” Smith-ის მუსიკალური კარიერის დასაწყისი 2000′ წლებს და მის მშობლიურ ქალაქს უკავშირდება, რომლის იმდროინდელ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ თუ კულტურულ რეალობას OMAR-S-ის ისტორია საუკეთესოდ ასახავს. ცნობილია, რომ დეტროიტის სცენამ შექმნა ისეთი გენიალური არტისტები, როგორიცაა Derrick May, Carl Craig, Jeff Mills, Drexciya, თუმცა ახალი თაობის წარმომადგენელი OMAR-S-ის შემოქმედება დამოუკიდებლად ვითარდებოდა. კარიერის დასაწყისში, როდესაც ის მუსიკის კეთების პარალელურად ავტო ინდუსტრიაში იყო დასაქმებული, ცნობილმა ლეიბლებმა Djax-Up და Strictly Rhythm ჩანაწერები დაუწუნეს, რის შემდეგაც მუსიკოსმა პირველი რელიზი OMAR-S ‎– 002 საკუთარ ლეიბლზე FXHE Records-ზე გამოსცა. Theo Parrish-თან კოლაბორაციას და Fabric Records-ისთვის ჩაწერილ ალბომს მის კარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო 2007 წელს გამოსული სინგლი Psychotic Photosynthesis ონლაინ გამოცემა ,,Resident Advisor’’-მა ათწლეულის საუკეტესო ტრეკად დაასახელა. 2001 წლიდან მართავს FXHE Records, სადაც გამოიცემიან: M.Pittman, Kraftwerk, Luke Hess, Alex Smith, Kyle-Hall, Fit Siegel, Deepchord, Mr. Fingers, Oasis, Octave One. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს ფანკს და სოულს, რაც მუსიკოსის დიჯეი სეტებშიც აისახება .

⊙KVANCHI: DJ და პროდიუსერი.

⊙VAKHO: Vodkast Records-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, დიჯეი და ვინილ კოლექტორი.


 


Promo Links
Please Login to buy tickets