SPACEHALL X DIMENSIONS

THEO PARRISH: ამერიკელი პროდიუსერი და DJ, დეტროიტ ტექნოსა და ჰაუსის ლეგენდა. გაიზარდა ილინოისის შტატში, ქალაქ ჩიკაგოში, ადრეულ ასაკში მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს მუსიკოსებმა: MILES DAVIS, JIMI HENDRIX, NINA SIMONE და GEORGE GERSHWIN-მა, კარიერის დასაწყისში კი გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჰაუს სცენის ისეთმა გენიალურმა არტისტებმა როგორიც არიან: RON HARDY, LARRY HEARD, FRANKE KNUCKLES. ხელოვნების სასწავლებლის დამთვრების შემდეგ THEO-მ მოღვაწეობა მიჩიგანში გააგრძელა და დეტროიტის ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად იქცა. 1997 წელს დააარსა ლეიბლი SOUND SIGNATURE რომელზეც ათეულობით ჩანაწერი აქვს გამოცემული,სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საკულტო ლეიბლებთან: PEACEFROG RECORDS, SUBMERGE RECORDINGS, FXHE RECORDS. 1998 წელს პირველი ალბომი FIRST FLOR გამოსცა, რომელიც ჰაუს მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ჩანაწერია. აღსანიშნავია მისი კოლაბორაციები MOODYMAN-თან, MARCELIUS PITTMAN-თან, OMAR S-თან და ა.შ
 
DIMENSIONS SOUNDSYSTEM: დიჯეი კოლექტივი, რომლის მუსიკალური გავლენები ბოლო ოთხი ათწლეულის მუსიკას და ჟანრებს აერთიანებს. მათ სეტებში როგორც დისკოს, ფანქს და სოულს ასევე ჩიკაგო ჰაუსს და დეტროიტ ტექნოს მოისმენთ.
Please Login to buy tickets