
SPACEHALL : ⊙ DAVID AUGUST ⊙ AUTUMN TREE [LEON] ⊙ TADE
DAVID AUGUST: თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი DJ და პროდიუსერი. მუსიკით დაინტერესება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, პირველი რემიქსი 17 წლის ასაკში გამოუშვა, იმავე წელს გამოვიდა მისი პირველი EP – Praha (Stil vor Talent). საერთაშორისო აღიარება ჰამბურგის ცნობილ ლეიბლ Diynamic-ზე გამოშვებულმა Instant Harmony-მ და მომდევნო წლებში გამოცემულმა ტრეკებმა Hamburg is for Lovers და You Got to Love Me მოუტანა. 2013 წელს, კონცეპტუალური ალბომის Times გამოშვების შემდეგ უფრო მეტად გადაერთო ინსტრუმენტალურ მუსიკაზე და აქტიურად დაიწყო შესრულებისას საკუთარი ვოკალის გამოყენება. ლაივ პერფორმანსების სერიამ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, 2014 წელს ონლაინ გამოცემა Resident Advisor-მა საუკეთესო ლაივ შემსრულებლების ხუთეულში შეიყვანა, ხოლო ჟურნალმა Billboard მას “brightest hope of house music” უწოდა. 2015 წლიდან David August კიდევ უფრო მეტად გადაერთო ლაივ ინსტრუმენტალურ მუსიკაზე, ის ბერლინის XJazz Festival-ზე ინსტრუმენტალურ ჯგუფთან ერთად წარსდგა, სახელწოდებით David August & Ensemble. იმავე წელს ვიხილეთ მისი კოლაბორაცია გერმანიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. David August-ის შემოქმედება მრავალფეროვანი, ჰარმონიული და მელოდიური მუსიკალური თემებით გამოირჩევა.
◣ soundcloud.com/davidaugust
◣ residentadvisor.net/dj/davidaugust
AUTUMN TREE [LEON]: ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.
◣ soundcloud.com/autumn-tree
TADE: DJ და პროიდუსერი. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.
◣ soundcloud.com/