TREEBAL: ACE VENTURA • ACIDWAVE • OBRI & ZEN • OOGWAY

Ace Ventura by Yoni Oshrat – გლობალური ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი და Iboga Records-ის წევრი. იგი ცნობილია თავისი უაღრესად პოპულარული მიქსებითა და გრძელი DJ set-ებით, რომლებსაც მთელი მსოფლიოს გარშემო ყველა მნიშვნელოვან ფსაიტრანს ფესტივალზე მოისმენთ.
იგი ასევე ცნობილია წარმატებული კოლაბორაციული პროექტებით: Alpha Portal (Astrix-თან ერთად), Easy Riders (ROCKY Tilbor-თან ერთად), Liquid Ace (Liquid Soul (official)-თან ერთად) და Zentura (Zen Mechanics-თან ერთად).

Acidwave – ორი ქართველი არტისტის, ირაკლი დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად Progressive Psytrance და Full-On ჟღერადობით ხასიათდება.
 

Obri & Zen – ფსიქოდელიური ლაივ აქტ დუო, რომელიც GeoPsy-ს ორი წევრისგან შედგება. მათი ლაივი წარმოადგენს თავიანთ ხანგრძლივ მოგზაურობას ჟღერადობასა და სინთეზში, რომელიც სავსეა ღრმა ემბიენტ ტექნო და ჰიპნოტური Acid ხმებით.

Oogway – ქართველი არტისტის, გიგი გაბაძის პროექტია. მისი დიჯეის კარიერა 2015 წელს დაიწყო. ინდოეთში მოგზაურობამ მას ფსიქოდელიური მუსიკა შეაყვარა და გადაწყვიტა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა მოღვაწეობა. 2017 წელს, გიგი ლოკალურ სცენაზე Oogway-ს სახელით გამოჩნდა.

დეკორაცია და ვიზუალი:
BOTN Decoration+Visuals team (საბერძნეთი)


Promo Links
Please Login to buy tickets