
პირველად საქართველოში! 1 მარტს TREEBAL 3 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოგიდგენთ ASTRIX-ს მსოფლიო ფსაიტრანს სცენის საუკეთესო და ყველაზე მოტხოვნად დიჯეისა და პროდიუსერს SPACEHALL-ში.
Avi Shmailov-ის კარიერა მუდმივ სტუდიურ სამუშაოებსა და მთელი მსოფლიოს გარშემო ნონ-სტოპ ტურნეებს მოიცავს. მუსიკის კეთების ოცწლიანი გამოცდილებითა და სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული 1000-ზე მეტი გამოსვლით იგი აგრძელებს თავისი მუსიკალური მესიჯები ემოციური ფსიქოდელიური ტრანსის საშუალებით გადასცეს წამყვან ფესტივალებზე და ივენთებზე.
თავის ხელოვნებისადმი ბოლომდე მიძღვნილი ასტრიქსი, ცნობილია დენსფლორისათვის განკუთვნილი ჰიპნოტური, ფეთქებადი სეტებითა და იდეალური მუსიკის კეთებით. ეს ორივე კი ემოციებითა და მუსიკალურობითაა გაჟღენთილი. მისი ნამუშევრები მუდმივად ჩარტების სათავეში ხვდება, ალბომები კი ჟანრის ისტორიაში ოქროს ასოებით ეწერება.
DJ Wegha – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნგრელი ფსაიტრანს არტისტია, რომლის მუსიკალური კარიერაც ოც წელზე მეტს ითვლის. მისი პირველი შეხება ჟანრთან 1996 წელს მოხდა, როცა ერთ-ერთ გოატრანს ფართიზე აღმოჩნდა. როგორც Dj-მ კი პირველად ერთ-ერთ ლოკალურ ივენთზე 1998 წელს დაუკრა. მას მოყოლებული იგი ხშირი სტუმარი იყო სხვადასხვა დიდი საერთაშორისო და ლოკალური ფესტივალისა, როგორებიცაა Ozora, Origin, Adhana და მრავალი სხვა. Dj Wegha დღესდღეობით ცნობილი ფსაიტრანს ლეიბლ Future Music Records-ის წევრია, სადაც 2018 წელს გამოუშვა თავისი პირველი კომპილაცია ‘Tangle Mangle’, რომელშიც შედის ტრეკები ისეთი არტისტებისგან, როგორებიც Ajja, Tristan, Imaginarium და Kala არიან.
კალათა I: 30 GEL (SOLD OUT)
კალათა II: 40 GEL (SOLD OUT)
კალათა III: 50 GEL
კარზე: 60 GEL
ონლაინ ვერიფიკაცია / ფეის კონტროლი / ასაკის კონტროლი: 18+