TREEBAL: LIQUID SOUL at SPACEHALL

29 ნოემბერს TREEBAL იწყებს Indoor ივენთების ახალ სეზონს და წარმოგიდგენთ LIQUID SOUL-ს – გლობალური ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთ საუკეთესო არტისტს განახლებულ SPACEHALL-ში.
IBOGA RECORDS-ის ეს თვალსაჩინო წევრი საქართველოს პირველად ეწვევა.
Liquid Soul – შვეიცარელი პროდიუსერისა და DJ-ის, Nicola Capobianco-ს პროექტია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა და იყო ერთ-ერთი პიონერი ფსიქოდელიური პროგრესივ ტრანსის იმ სახით ჩამოყალიბებაში, რომლითაც დღეს ვიცნობთ.
Iboga Records-თან ექსკლუზიურად თანამშრომლობით, პროექტი გახდა ბოლო დეკადის ლეიბლების ყველაზე გაყიდვადი არტისტი. მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი “Synthetic Vibes” რომელმაც მსოფლიოში დიდი წარმატება მოიპოვა. ამას მოჰყვა სამი ალბომი, რომელიც ჩარტების სათავეში მოხვდა «Love in Stereo», «Cocktails» and «Revolution» რომლებიც ასევე ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ.
LIQUID SOUL-ის კარიერაში ვიპოვით ფსაი ტრანს კატეგორიაში DJ Award-ის ჯილდოს, Beatport-ის სამ ჯილდოს – ორჯერ საუკეთესო ტრეკისთვის და პრესტიჟულ ჯილდოს “საუკეთესო არტისტი”. ამ ყველაფრის შემდეგ მის რელიზებს Beatport-ზე კვლავ უკავია მოწინავე ადგილი ფსაი ტრანს კატეგორიაში.
ფსაი ტრანს სცენასთან კიდევ უფრო დასაკავშირებლად, Ace Ventura-სთან ერთად, ნიკოლამ დააფუძნა “Psy Nation Radio” – ყოველთვიური პოდკასტებით და უახლესი ფსაი ტრანს მუსიკითა და ინტერვიუებით, რომელსაც ყოველთვიურად ათი ათასობით მსმენელი ჰყავს.
LIQUID SOUL ამ დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტია.

▸ ბილეთების შეძენა ვებ-გვერდზე ხდება მოთხოვნის და ვერიფიკაციის გავლის შემდეგ
▸ ვერიფიცირებული მომხმარებლისთვის შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა
▸ ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება კარზეც


Promo Links
Please Login to buy tickets