TREEBAL: ZYCE • ECTIMA • ACIDWAVE • DIMITREE

Zyce – ფსაი-პროგრესივ პროექტია, რომელიც Nikola Kozic-ს, სერბეთის ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ პროდიუსერს ეკუთვნის. მისი სტუდიური ნაშრომებითა და ენერგიული ლაივ პერფორმანსებით, რომლებიც ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს, Zyce დღესდღეობით ნამდვილად ითვლება მსოფლიო ფსაიტრანს სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად.

Ectima – პროგრესივ ტექ-ტრანს პროექტია, რომლის ავტორებიც სერბი ფსაიტრანს არტისტები და ლეიბლ TesseracTstudio-ის ლიდერები Dalibor Delic (aka Flegma) და Nikola Kozic (aka Zyce) არიან. Ectima-ს უნიკალური სტილი შეიძლება დახასიათდეს, როგორც საუნდის მუდმივი ცვლილება, დინამიკური ბრეიქებითა და რიტმული სტრუქტურების მრავალფეროვნებით.

Acidwave – ორი ქართველი არტისტის, ირაკლი დავარაშვილის (MARCUSS) და დავით ჯანაშვილის (ADDITIVV) ფსაიტრანს პროექტია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Acidwave-ის სეტები ძირითადად Progressive Psytrance და Full-On ჟღერადობით ხასიათდება.

DIMITREE – ქართველი ფსაი-ტრანს დიჯეი და Georgian Psychedelic Community-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

დეკორაცია და ვიზუალი:
3Delica


Promo Links
Please Login to buy tickets